სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეულ

სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეულ
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს.
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ.
თუკი, ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:
კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი
ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე
ღვინის კომპანია აკურას საქმე – 1 წელი და 6 თვე
ტვ იბერიას საქმე – 1 წელი და 6 თვე
ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ, საინტერესო დამთხვევაა, რომ ადამინის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში, თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ bm.ge-ის მეპატრონეს და მთავარ რედაქტორს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა)
გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა.
სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია,” – წერს პაპუაშვილი.
Previous: ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტი აგენტის დასაცავად – თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად, არ აქვს ხიდაშელისთვის მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა ბაჩიაშვილი, დავალება მიიღო და იცავს!

როცა ბაჩიაშვილის დედა საუბრობს, რომ ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის ის მსჯავრდებული, ეს მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე და როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ეს ორმაგად ამორალური საქციელია

თურმე, ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“, ჯერ ერთი, ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორე, თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს