“სცენარი მარტივია” – სანდრო ბრეგაძე

— სცენარი არის მარტივი
— ამოვიდეთ იმ რეალობიდან , რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირის წევრობა , მაგრამ ამას ვერ ამბობს ხმამაღლა — ამ ფონზე – მიუხედავად მანიპულაციებისა ევროკავშირმა მაინც მოგვცა კანდიდატის სტატუსი და გახსნა მოლაპარაკებები წევრობაზე — საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი , ისინი არ ელოდნენ ევროკავშირის ამ ნაბიჯს – ამასთანავე ოცნების მთავრობა ღიად-დეკლარირებულად ვერ იტყოდა რომ არ სურს ევროპა ( მიიღებდა რევოლუციას ) , ამიტომ ერთადერთი საბაბი იმისათვის რომ შეჩერებულიყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გახლდათ ევროპისთვის ისეთი რამის შეთავაზება , როდესაც ევროპა თავად იტყოდა უარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე – კანონი რომლის გაწვევაზეც სახალხოდ მისცეს პირობა ევროკავშირს , დემონსტრაციულად პარლამენტში დააბრუნეს , სამივე მოსმენით მიიღეს და ამითი პირდაპირ უთხრეს მთელს დასავლეთს რომ სულ გვკიდია თქვენი აზრიო – სწორედ ოცნების ხელისუფლებამ იცოდა ყველაზე კარგად , რომ მათი ეს ნაბიჯი კორიდაზე ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი იყო და ეს შეაჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს
— აი ეს არის სრულიად მარტივად თუ რატომ შემოიტანეს ხელახლა ეს კანონი და რატომ შეიძლება მოექცეს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს