სურსათის გლობალური ფასები ივლისში ივნისთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა. ხორცისა და მცენარეული ზეთების ფასების ზრდამ კომპენსაცია გაუწია მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და შაქრის ფასების ვარდნას, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ივლისში სურსათის ფასების ინდექსმა 130.1 პუნქტი შეადგინა, რაც ივნისის თვესთან შედარებით 1.6%-ით (2.1 პუნქტით) მეტია. 2024 წლის ივლისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7.6%-ით გაიზარდა, თუმცა 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე 18.8%-ით ნაკლებია.
ივლისში მარცვლეულის ფასების ინდექსი ივნისთან შედარებით 0.8%-ით და 2024 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით დაბალი იყო. ქერისა და სიმინდის მსოფლიო ექსპორტის ფასები გაიზარდა, ხოლო სორგოსა და ხორბლის ფასები შემცირდა.
ვრცლად interfax – ზე
