„სურვილი არის“ – სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი სესხების პროცენტის შემცირებაზე

„სურვილი არის“ – სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი სესხების პროცენტის შემცირებაზე
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენისას, ფრაქცია „ევროპული სოციალისტების“ დეპუტატ ილია ინჯიას კითხვაზე, იგეგმება თუ არა სესხის პროცენტის შემცირება სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა და საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯელაძემ უპასუხა რომ ამის „სურვილი არის“.
ნინო ჯელაძემ თქვა, რომ ამ საკითხს მოკვლევა სჭირდება, თუმცა სესხების პროცენტის ცვლილება გეგმაში არის.
„ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს კვლევას. რა თქმა უნდა, გეგმაში და მიზანშია პროცენტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შემუშავება, თუმცა ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან საჭიროებს ძალიან სიღრმისეულ კვლევას, ბევრი დეპარტამენტის და საბჭოს წევრების ჩართულობას. თუმცა სურვილი არის“, – განაცხადა ნინო ჯელაძემ.