სურამში მუსიკალური სკოლის კედელი ჩამოინგრა

სურამში მუსიკალური სკოლის უკანა კედელი ჩამოინგრა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ხაშური ჩემი ქალაქია” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კედლის ნანგრევები გაზის მილს აწვება რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, მომხდარი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უკვე შევიდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში და ადგილზე შესაბამის სამსახურებს ელოდებიან.
როგორც მოსახლეობა აცხადებს შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასაც, თუმცა შესაბამისი რეაგირება მათი მხრიდან არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას