სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა, გზა 16 აგვისტოს გაიხსნება

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა 16 აგვისტოს დილის 12:00 საათიდან გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.
„ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს.
გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით. პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და სრულად განტვირთავს სურამს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან.
სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა.
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა