სტუდენტები და აქციების დროს დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ

სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.
დემონსტრანტები გმირთა მემორიალთან ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, ასე იარეს მსვლელობით მათ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე.
აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტები შეუერთდნენ და ფიცის დადების შემდეგისინი მსვლელობით კვლავ პარლამენტისკენ გაემართებიან.
აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია – ისინი ხელახალი ს დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს