სტოლტენბერგი: წელს ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თავდაცვაზე მინიმუმ მშპ-ს 2% დახარჯავს

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი, ამბობს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავდაცვით ხარჯებს ზრდიან. იენს სტოლტენბერგის განმატებით, წელს ალიანსის 20-ზე მეტი ქვეყანა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს ან მეტს დახარჯავს.
სტოლტენბერგი აქვე განმატავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ს უკანონო ანექსია მოახდინა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვითი შესაძლებლობების მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს.
„ევროპასა და კანადაში, ნატოს მოკავშირეები წელს გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს 18%-ით, ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 23 მოკავშირე აპირებს, რომ დახარჯოს მშპ-ს 2% ან მეტი თავდაცვისთვის წლის განმავლობაში,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტუტში, „უილსონის ცენტრში“ გამოსვლისას.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, წევრი სახელმწიდოების ეს გადაწყვეტილება კარგია ევროპისთვის და ამერიკისთვისაც, რადგან თანხის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება.
იენს სტოლტენბერგი ამერიკის დედაქალაქში, ნატოს ვაშინგტონის სამიტის წინ ჩამოვიდა, რათა ამერიკის პრეზიდენტთან ერთად განეხილა სამიტისთვის მოსამზადებელი საკითხები. სტოლტენბერგმა ამერიკაში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ალიანსმა გააძლიერა აღმოსავლეთ ფლანგი და ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი იქნება დაცული.
„ჩვენ გავაძლიერეთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი, რაც ცხადყოფს, რომ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“,- ამბობს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგი უკვე იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც ის ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ვაშინგტონიდან ნატოს გენერალური მდივანი კანადაში გაემგზავრება.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი, ამერიკის დედაქალაქში ივლისში გაიმართება და როგორც უკვე ცნობილია, სამიტის მთავარი თემა კვლავ ში მიმდინარე ს სრულმასშტაბიანი ომი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს