ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტიქია ხაშურში

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.

უხვმა ნალექის გამო მდინარე შოლა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. გარდა ამისა, დაიტბორა ბაზრის ტერიტორიაც.

ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, გარდა შიდა ქართლისა, სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 5 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, 1 კი დაშავდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.