სტივ ჯობსის 4 სტრატეგია წარმატების მისაღწევად

რთულია, წარმატების მიღწევაზე საუბრისას სტივ ჯობსი არ გაგახსენდეთ… გამუდმებით ამბობდა, რომ უნდა გვქონდეს რწმენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენთვის მუშაობენ. ხოლო, თუ ნიჭიერ ადამიანებს ინსტრუმენტებსა და რესურსებს მივცემთ წარმატების მისაღწევად, ისინი თავიანთი შედეგებით გაგაოცებენ. სტივ ჯობსის მიზანიც ისეთი კომპანიის შექმნა იყო, რომელშიც პრიორიტეტს ადამიანებს ანიჭებდნენ. მან იცოდა, როგორ აევსო Apple-ის თანამშრომლები ვნებითა და რწმენით, რომ ისინი შეუძლებელს შეძლებდნენ… ეს ყველაფერი კი ქვემოთ მოცემულ 4 სტრატეგიაში ერთიანდება:
1. ენდეთ თქვენი გუნდის წევრების უნარებს
ხელმძღვანელის გუნდთან ურთიერთობა ნდობას უნდა ეფუძნებოდეს. ხოლო, როცა ნიჭიერი ინდივიდებისგან შემდგარი გუნდი გყავთ, მიკრომენეჯმენტმა საწინააღმდეგო შედეგი შეიძლება, მოგცეთ. ამის ნაცვლად, ფოკუსირდით მათ უნარებსა და განსჯაზე. გქონდეთ მკაფიო მოლოდინები, დააწესეთ მიზნები და შემდგომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ, რათა გუნდს გაბრწყინების საშუალება მისცეთ. ეს ნდობა აძლიერებს მათ და პასუხისმგებლობის გრძნობასაც ზრდის.
2. დააწესეთ მაღალი მოლოდინები
მოლოდინები პროდუქტიულობის ძლიერი კატალიზატორია. ჯობსის ფილოსოფიაც ამას ამბობს, რომ გუნდს ფსონების ამაღლებით ახალი სიმაღლეების დაპყრობა უნდა შესთავაზოთ. ჩვეულებრიობას კი ხშირად დაბალი მოლოდინები განაპირობებს, მაგრამ რაღაც უფრო დიდის მოლოდინით თქვენ ქმნით გარემოს, რომელიც ინდივიდებს საკუთარი საზღვრების გადალახვისკენ უბიძგებს. ასე რომ, გამოხატეთ თქვენი მოლოდინები მკაფიოდ და აჩვენეთ რწმენა, რომ თქვენი გუნდი ამას გადააჭარბებს.
3. შთააგონეთ საერთო ხედვით
კარგი ხელმძღვანელები უბრალოდ საქმეებს კი არ უძღვებიან, არამედ საერთო ხედვით შთააგონებენ თანამშრომლებს. სტივ ჯობსი ამის ოსტატი იყო, ხედვას ისე უზიარებდა კოლეგებს, რომ ეს მათთვის მოტივაციის წყარო გამხდარიყო. ამიტომ, დრო დაუთმეთ უფრო დიდი სურათის გადაცემას, ინდივიდების წვლილის შესაბამისობას ორგანიზაციის დიდ მიზნებთან. ხოლო, როცა გუნდის წევრები თავიანთი საქმის მნიშვნელობას დაინახავენ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ საერთო მიზნის მისაღწევად.
4. იზეიმეთ მიღწევები
ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ასპექტი წარმატების გაცნობიერება და აღნიშვნაა. როცა თქვენი გუნდი დიდებულ რაღაცებს მიაღწევს, აღნიშნეთ და იზეიმეთ ეს მიღწევები. ეს აძლიერებს მორალს და იდეას, რომ ბრწყინვალებას კი არ ელიან, მაგრამ დიდად აფასებენ. ხოლო, თუ თავადაც ამ სტრატეგიას მიმართავთ, თქვენი გუნდის წარმატების ყურება დიდხანს მოგიწევთ…

ასევე დაგაინტერესებთ