რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს. ისმის გაფრთხილების ხმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიშალონ.
ამ წუთებში მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით იხევენ უკან, სპეცრაზმი კი უწყვეტ რეჟიმში იყენებს წყლის ჭავლს.
პარალელურად, სპეცრაზმი შლის აქციის მონაწილეების მიერ აგებულ ხელოვნურ ბარიკადებს.