საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 2024 წლის პირველ კვარტალში 1.3%-ით შემცირდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით და ერთწლოვანი კულტურების 11.8 პროცენტიანი შემცირებით, რამაც შესაბამისად, -3.85 და -2.25პ.პ-ით შეიტანა ცვლილება ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 9.3%-ით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 34.5 პროცენტიანი კლებით, რაც -7.24 პ.პ-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება შემცირდა 10.7%-ით, რამაც -5.54 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
