სომხეთში ოლიგარქიულ-სამღვდელო გადატრიალება ჩაიშალა. “ქართული სცენარი”სომხეთის პრეზიდენტმა აღკვეთა. პუტინის მიერ სომხეთში წარგზავნილი სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი( 4 მილიარდი დოლარი ფორბსის სიაში) დაპატიმრებულია. პრორუს სამღვდელოებასაც ეს ბედი ელის. დაიწყო დამნაშავე ეპისკოპოსების ოფისების ჩხრეკა.
ამ ისტორიაში საყურადღებო არის ის ფაქტი, რომ გადატრიალებაში მონაწილეობდა სომხეთის ეკლესიის პატრიარქიც. გუშინ არნახული პოლემიკის მოწმე გავხდით: სომხეთის პატრიარქმა მისი პრესმდივნის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთის პრეზიდენტს ალბათ წინადაცვეთა აქვს ჩატარებული(ანუ ქრისტიანი კი არ არის, არამედ მუსულმანია). პაშინიანმა საპასუხოდ თავის რეზიდენციაში მიიწვია პატრიარქი და მისი პრესმდივანი ქალი, რათა ეჩვენებინა, რომ მის სასქესო ორგანოზე არ არის წინადაცვეთის ოპერაცია ჩატარებული. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა მოუწოდა პატრიარქს გადადგომისაკენ, რადგან მას დარღვეული ჰქონია უქორწინობის აღთქმა და ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს. სომხეთში რომ სხვა დონის დემოკრატიაა და საზოგადოება( მრევლი, პოლიტიკური კლასი) უფრო მომწიფებულია და უფრო ღიაა რელიგიურ პრობლემებზე სადისკუსიოდ, აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს. სომხეთში მთავრობა არ აფინანსებდა და არც აფინანსებს ეკლესიას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ჩუქნის მიწებს, აგარაკებს და ჯიპებს.
ჩვენთან, მაშინ, როცა ხელისუფლება და ეკლესია შეკრულია და ცდილობენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, პარტიები კვლავ ვერ ბედავან ეკლესიის კრიტიკას. მათ მგონი მართლა ეშინიათ “მამოების” წყევლის, თორემ არჩევნებში ოპოზიციას რომ საპატრიარქო არასდროს დაეხმარება, ეს დღესავით ნათელია. რომ დაგეხმაროს, ფული უნდა გქონდეს, ფული სადაა, ეს მათ იციან ყველაზე კარგად. ყნოსვით გრძნობენ. ტყუილია, რომ ფულს სუნი არა აქვს.
