სომხეთმა კომპანია Тоспа-ს, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ რადი “Sputnik Армения-ს” გადასცემს, 30 დღით მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა.
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისია ამბობს, რომ გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღეს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ოქმი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემის გასვლის შემდეგ შეადგინეს. 17 ნოემბრის გამოცემაში, კომისიის თქმით, მან სომხეთსა და მის ხალხზე “დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით” ისაუბრა და მოწოდება გააჟღერა “კანონით აკრძალული ქმედებებისკენ“.
Sputnik სომხეთი წერს, რომ თავის გადაცემაში კეოსაიანმა “არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დაუსვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ “ცოცხლად დარჩება ამ ღალატის შემდეგ?!” “სპუტნიკი” ირწმუნება, რომ კომისიამ ეს სიტყვები ძალადობის წაქეზებლად მიიჩნია.
Тоспа-ს ადვოკატის მტკიცებით, კესოიანის აღნიშნული განცხადება არ იყო ძალადობისკენ მოწოდება და იგი “ადამიანის პიროვნების შეფასებას” წარმოადგენდა.
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ამავე განცხადების მიხედვით, მათ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს Абовян Тайм-ის პროგრამის გამოც. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გადაცემა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და გამოთქვამს მოსაზრებებს, რამაც შეიძლება “პანიკა გამოიწვიოს” ქვეყნის მოსახლეობაში.