სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს, 30 დღით მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ამის მიზეზი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა გახდა, სადაც მან სომხეთსა და მის მაცხოვრებლებზე „დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით” ისაუბრა.
„კეოსაიანმა არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დასვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ ამ ღალატის შემდეგ ცოცხალი დარჩება?!” – წერს Sputnik სომხეთი.
