სლოვაკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, ისინი ს იარაღს აღარ მიაწვდიან. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობს.
განაცხადების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორები “სრულიად სცემენ პატივს” სლოვაკეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას.

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in