სიტროენი, პრემია „ელისოს“ მთავარი პარტნიორია

14 ივნისი, სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და ამავდროულად,
გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია „ელისო“ მიეძღვნა. კინოდაჯილდოვება
მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართული კინოს
წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა. წელს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი სიტროენიც გახდა.
ფოტო: ლაშა გიგაური
„ ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს სიტროენი გახდა პრემია „ელისოს“ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება“- თამარ კიკნაძე, სიტროენის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პრემია „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია . პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები – სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმს და ვაზისუბნის მამული.
წელს „ელისო“-ს ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.
პრემია „ელისო“ 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი), მზია არაბული (გზაჯვარედინზე)
საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია) საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი) ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი – ნინო ხარატიშვილი.