,,სირცხვილია” ,,აგენტების რეესტრში” რეგისტრირდება – ვიდეო-განცხადება

მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.
„რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო , მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე.