„სილქის“ მობაილბანკს უკვე 200 000 მომხმარებელი ჰყავს

„სილქის“ მობაილბანკისთვის 200 000 მომხმარებელი უბრალოდ სტატისტიკა არ არის — ეს ნდობის, ერთგულებისა და საერთო მიზნის მაჩვენებელია. სულ რაღაც სამ თვეში ციფრულ ბანკს კიდევ 100 000 მომხმარებელი დაემატა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ სიმბოლურ სიახლესთან დაკავშირებით კი, „სილქმა“ მე-200 000 მომხმარებელს 200 000 ლოიალობის ქულა გადასცა.