სერგეი ლავროვი: კიევს მართავს „ომის პარტია“

„კიევს მართავს „ომის პარტია“ და ის ცდილობს, მინიმუმ სიტყვიერად, დაამარცხოს „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში მშვიდობაზე დიალოგი ძნელად წარმოსადგენია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თანახმად, 2022 წლის 30 სექტემბრიდან ში დაწესებულია იურიდიული აკრძალვა რუსეთთან მოლაპარაკებებში.
„რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა 24 მაისს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე“, — განაცხადა ლავროვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.
ვლადიმერ პუტინმა მინსკში თქვა, რომ „რუსეთი გამომდინარეობს იქიდან, რომ ვლადიმერ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულდა“.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები კალენდარულად მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო არ ჩატარებულა.
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ „ადრე თუ გვიან კიევში გამოჩნდებიან ძალები“, რომლებიც ხალხის ინტერესს გაატარებენ, მანამდე კი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ალტერნატივა არ არსებობს.
რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში თავად დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, ახლა კიევსა და დასავლეთს ადანაშაულებს, რომ მათ არ სურთ „მშვიდობა“, რომელშიც მოსკოვი უკრაინის დანებებას მოიაზრებს.
მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების დაჩქარება „თეორიულად შესაძლებელია“, თუ დასავლეთი სთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ მოსკოვი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს, როგორც ნატოს მიზანმიმართულ სიგნალს „ბირთვულ სფეროში“.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ – ჩვენი პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით