: არ მესმის, რატომ სვამთ ასეთ კითხვას. ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები იქამდე, სანამ …

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ჯერ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.

ლავროვის თქმით, იქამდე იქნება სამშობლოს სამსახურში, სანამ ეს რუსეთს დასჭირდება.

„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სვამთ ასეთ კითხვას. ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები იქამდე, სანამ ეს ჩემს ქვეყანას დასჭირდება“, –  თქვა ლავროვმა დოჰას ფორუმის ფარგლებში ონლაინ გამოსვლისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლიდან იკავებს.

მანამდე კი, სერგეი ლავროვი 10 წლის განმავლობაში გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა