სენატორი ჯინ შაჰინი – უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს

ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი ს გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს.
„უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივ აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება“, – აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.
ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროს ეკუთვნის და არა ავტოკრატებსა და მკვლელ დიქტატორებს“, – წერს სენატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო