სელფი მობაილი – საერთაშორისო აღიარება საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომისთვის

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards® -ის ნომინაციაში “საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.

„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:

  • 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით
  • VoLTE -ს დანერგვა
  • პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან
  • საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება
  • ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით
  • ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.

„მინდა მივულოცო სელფის აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ – თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს,“ – განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO -მ.