“საჯარო სამსახურები იღვიძებენ!” – პრეზიდენტი

საჯარო სამსახურები იღვიძებენ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საჯარო მოხელეები კობახიძის რუსულ განცხადებას აკრიტიკებენ.
“საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მოქმედი საჯარო მოხელეების ხელმოწერები გრძელდება და განცხადებას უკვე 78 პირი აწერს ხელს:
https://docs.google.com/document/d/1-SBA84R5i1SI-OVCfLig4jNNXnj5BcMbCae8z7fI868/mobilebasic

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ…

ალექსანდრე დარახველიძე ვანდალიზმის ფაქტებზე: მსგავსი ტიპის ქმედებაზე ძირითადად რეაგირებდნენ მუნიციპალური სამსახურები, თუმცა მუნიციპალურ სამსახურებს არ აქვთ ის ტექნიკური და სამართლებრივი შესაძლებლობები, რაც გააჩნია პოლიციას