სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე.
„მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში.
რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება