სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 22 პირი, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრი .
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა.
„30 აპრილის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის მონაწილეებს – ამ დროისთვის თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს 22 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და ასევე, კლინიკაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. რწმუნებულები ამ დროისთვისაც განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებში.
ამ დრომდე ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
შეგახსენებთ, რომ უფლება დარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.
სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მედიის თავისუფლების კოალიცია“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს – ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე