Search
Close this search box.

საქსტატმა ახალი ინტერაქტიული პორტალის – ბავშვების და მოზარდების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის – ბავშვების და მოზარდების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ემი ქლენსმა მიმართა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ქვეყანაში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების შესახებ. პორტალი საქსტატის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა, პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს ბავშვებისა და მოზარდების შესახებ სტატისტიკის მონაცემთა გაცნობა და ანალიზი.
პორტალი ათი მოდულისგან შედგება: მოსახლეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ცხოვრების დონე, დასაქმება და უმუშევრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა. პორტალზე ასევე წარმოდგენილია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების ინდიკატორები, სტატისტიკური პუბლიკაციები, შესაბამისი კანონმდებლობა, ბმულები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ხალხი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც მეც გავაგრძელებ ბრძოლას, როდის იქნება ეს არ ვიცი, ალბათ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არჩევნები ძალიან მალე გვაქვს – გიორგი კირთაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულებზე

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in