საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.

ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა.

საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, სგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება