საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ

საქართველო-ს საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ კვეთს ჩანთით და საბუთით ხელში რომან ძირკველიშვილი საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზონას, ამის შემდეგ კი კვალი იკარგება. მათივე ცნობით, გამოკითხეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ძირკველიშვილი საზღვრამდე მიიყვანა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა, თუმცა 13 აგვისტოს შემდეგ, მას ვერ პოულობენ. ინფორმირებულია პოლიციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა