საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ

საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარსადგენად დაგეგმილ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ამ რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსპორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ 24 თებერვალს ვაშინგტონი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას.
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში არ არის პირდაპირი ბრალდებები ს მიმართ და არც მოთხოვნა რუსული ძალების ცალმხრივ გაყვანაზე. რეზოლუცია სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება: მწუხარების გამოხატვა „რუსულ-უკრაინული კონფლიქტის“ მსხვერპლთა მიმართ, მოწოდება საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტისკენ და მხარდაჭერა „მტკიცე მშვიდობის“ დამყარებისთვის მხარეებს შორის. საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვაჟა მანია „ნაცმოძრაობის რეჟიმზე“: რიყის ტერიტორიით მთავრობა იყო დაინტერესებული, უარის მიღების შემდეგ ჯონი მაჭარაშვილი იბარებს ბიზნესმენ, გელა ნიორაძეს, ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება მეუღლის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო

ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება

პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში – წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულებების გამპრავებელი