საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 195.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.0 პროცენტით ჩამორჩება.
აღნიშნული მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა (საქსტატის მონაცემები, 2014 წლიდან პერიოდს მოიცავს).
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 8.1 პროცენტით და შეადგინა 61.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0 პროცენტით და შეადგინა 134.4 ათასი ჰექტარი.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 71.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 54.0 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 24.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 14.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.9 ათას ჰექტარს შეადგენდა.