საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა აუდიტორულმა კომპანიებმა 2024 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, აუდიტორული კომპანიების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა.
2024 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, მომსახურებების გაწევიდან 32.7%-ით გაიზარდა და მან 67.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ანგარიშების თანახმად, შემოსავლების მიხედვით, 2024 წელს #1 ადგილზე EY საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 19.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 89%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციას 15.4 მილიონი ლარით PWC საქართველო იკავებს, მესამეზე კი KPMG საქართველოა 8.5 მილიონი ლარის შემოსავლით.