„საქართველოში მედიკამენტების 75%-80% იმპორტირებულია“ – მარინე გიორგობიანი (BMG)

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და მედიკამენტების დაახლოებით 80% სხვა ქვეყნებიდან შემოდის, – ამის შესახებ BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის გლდანის ფილიალის ხელმძღვანელმა მარინე გიორგობიანმა ისაუბრა.
მისივე თქმით, მართალია მთავარი იმპორტიორები თურქეთი, გერმანია და შვეიცარიაა, თუმცა, წამლები საქართველოში სხვა არაერთი ქვეყნიდანაც შემოდის.
“საქართველო რადგან მცირე ბაზარია, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი წამლების 80% არის იმპორტირებული, ხოლო 15-20% ადგილობრივი მედიკამენტებია. იმპორტირებული ქვეყნების ხუთეულშია, თურქეთი, გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი და საფრანგეთი, თუმცა საქართველოში თითქმის ყველა ქვეყნიდან შემოდის მედიკამენტი”, – აღნიშნა მარინე გიორგობიანმა.
ამასთან, მან ში წამლის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარჯის განსაზღვრა და მისი წილი ხარჯვაში დამოკიდებულია ქვეყანაზე.
“საშუალოდ 15%-20%-მდეა მედიკამენტის წილი დანახარჯებში. დაბალშემოსავლიან ქვეყნისთვის მედიკამენტის ხარჯი ყოველთვის უფრო მაღალია და საშუალოდ 35%-ს შეადგენს, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში – 30%, განვითარებულ ქვეყნებში კი 10-15%-ს შეადგენს”, – განაცხადა ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის გლდანის ფილიალის ხელმძღვანელმა.
bm.ge