საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ნორბერტ ვაგნერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
საქართველოში იმყოფებიან ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (GACTC), ფინეთის თავდაცვის ძალების საერთაშორისო ცენტრისა (FINCENT) და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის (SWEDINT) ხელმძღვანელი პირები. ოთხივე საწვრთნელი ცენტრი JTEC-თან მჭიდროდ თანამშრომლობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. საწვრთნელი ცენტრების ხელმძღვანელი პირები კრწანისში JTEC-ის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან და საწვრთნელ ბაზებზე საველე სწავლებებს დააკვირდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია