საქართველოში გაფიცვის ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა

საქართველოში გაფიცვის ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა. წესით, ამ ტიპის პროტესტს სულ სხვანაირი სახე აქვს, როდესაც დასაქმებულები დამსაქმებლებს კონკრეტულ პირობებს უყენებენ და მდგომარეობის გაუმჯობესებას სთხოვენ. საქართველოში კი, ბიზნესის ნაწილმა გადაწყვიტა ხელისუფლებას გაეფიცოს.
ბიზნესმენთა ნაწილი და ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს მოცემულობა თავად კერძო სექტორს უქმნის პრობლემას და ქვეყანას ნაკლებად აზარალებს. როგორც ლოგისტიკის დარგის წარმომადგენელმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა, საქართველოში ეკონომიკური აგენტი თავის თავს უცხადებს გაფიცვას, რაც არის უცნაური ანომალია.
“ალბათ გაფიცვების ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოში დაინერგა ახალი ფორმა, როდესაც ეკონომიკური აგენტი თავის თავს უცხადებს გაფიცვას. ასეთ დროს ის წყვეტს მუშაობას, არ ქმნის დოვლათს, ნაკლებ შემოსავალს იღებს და ა.შ. ანუ აზარალებს თავის თავს”, – განაცხადა ბიზნესმენმა და რადიკალი პოლიტიკოსების მიზნებზეც ისაუბრა.
„ეს არის ლტოლვა ძალაუფლებისკენ. უკვე აბსოლუტურად დაბინდულია ადამიანების გონება, წითელი ხაზები აღარ არსებობს. როდესაც მოითხოვ ბიზნესმენის დასანქცირებას და ამით შენ წირავ იმ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ, ეს მორალური ზღვარია, რომელიც არ უნდა გადალახო”, – აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.
იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტთა ნაწილს. მათი განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში ბიზნესი ჩათრევის არაერთი მცდელობა იყო საქართველოში. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესნემთა ასოციაცის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ დაადასტურა, რომ გაფიცვით ბიზნესი უფრო დაზარალდება, ვიდრე ქვეყანა.
„ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. საერთოდ, არ მესმის რას ემსახურებოდა გაფიცვები და არც ის მესმის, ამით როგორ შეიძლება დააზარალო ქვეყანა უფრო მეტად, ვიდრე თავად შენ. თუკი გაიფცება, მაგალითად, რომელიმე კაფე, ის თავადვე დაზარალდება, თან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა იგრძნობს რამეს.
გაფიცვამ რომ ეკონომიკას პრობლემა შეუქმნას, სრულად უნდა გაიფიცოს ბიზნესი. მსგავსი რამ რომ წარმოვიდგინოთ, ეს იმხელა კრიზისს გამოიწვევს, რომ ქვეყანასაც გაუჭირდება მდგომარეობიდან გამოსვლა, ხოლო ბიზნესის უდიდესი ნაწილი გაკოტრდება.შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ეს განცხადებები. ამიტომ ვხედავთ, რომ გაფიცვაც არის ფორმალური, მარშების და პერფორმანსების მსგავსი.
მე ვერ ვნახე ბიზნესი, რომელმაც მთლიანად შეაჩერა მუშაობა. ისედაც ერთეული კომპანიები იფიცებიან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ბიზნესი აგრძელებს საქმიანობას. ეს არის პერფორმანსი, რომელმაც ვერ ვხდები, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. რეალურ გაფიცვასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.
იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი, არის ძალიან რთული. გვაქვს მასშტაბურიც და ნაკლებად მასშტაბური აქციები. ნებისმიერ შემთხვევაში არეული და დაძაბული მდგომარება ეკონომიკისთვის კარგი არ არის, მაგრამ, როგორც სტატისკური მაჩვენებლები ვნახეთ, ჯერჯერობით, პოლიტიკურ პროცესებს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
2024 წელი დავასრულეთ დაახლოებით 9%-იანი ან უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით, როგორც ადგლობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ. ოპტიმისტურია წლევანდელი პროგნოზიც, მათ შორის მსოფლიო ბანკი საქართველოში აქედანვე 6%-იან ზრდას ვარაუდობს. როგორც წესი, თავდაპირველი პროგნოზი შემდეგ კიდევ იმატებს ხოლმე.
გამოდის, რომ მიუხედავად პოლიტიკური რყევისა, ეკონომიკას პრობლემა არ შეხებია. დღეს არსებული მოცემულობა არის უფრო მშვიდი და არანაირ ზიანს არ ველოდები”, – განაცხდა გიორგი კაპანაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტთა მეორე ნაწილს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები აქვს. როგორც ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ აღნიშნა, საქართველოში არის საკმაოდ მძიმე სურათი და ამის დაუნახაობა, დიდი შეცდომაა.
„საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელთა ნახევარი არის სანქცირებული საერთაშორისო დონეზე. მათთან დიპლომატიური ურთიერთობა თითქმის შეჩერებულია. არსად ეპატიჟებიან და უარი აქვთ ნათქვამი მათთან კომუკინაციაზე. შეწყეტილია ფინანსური დახმარება და შეზღუდულია მათი ფიზიკური გადაადგილება.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ სამყაროს, ყველაფერი ჯერჯერობით მუშაობს, იმ გაგებით, რომ ადამიანები დღისით მუშაობენ, საღამოს კი იფიცებიან და ცდილობენ, რომ თავიანთი დრო ოპტიმალურად გამოიყენონ.
დაძაბულობის გამო, რომელიც მთავრობამ ხელოვნურად შექმნა, პრაქტიკულად, შეზღუდულია ტურიზმი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის მკვეთრად შეცმირებული და ვერ წარმომდგენია, ვინმე ნებაყოფლობით მოვიდეს და აქ რამე გაკეთოს. მხოლოდ მთავრობას შეუძლია, ვიღაც ჩამოიყვანოს. ეროვნული ბანკის საქმიანობა არ არის გამჭირვალე, ლარი უფასურდება. თუ ს წინ ინტერვენციებს ახორცილებდნენ, ახლა ამას არ აკეთებენ და არც გაცხადებას აკეთებენ, რატომ შეიცვალა მათი დამოკიდებულება.
ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც არის ნახევრად წამოწყებული, შეთახმების დონეზეა, რომელიც შეიძლება ვერ დასრულდეს ან საერთოდ არ განხორციელდეს. მაგალითად, ანაკლიის პორტი და ა.შ.
ტრაბახი იმაზე, რომ მარალი ეკონომიკური მონაცემები გვაქვს, სრულიად არ არის ადეკვატური. დღეს არსებული მოცემულობა სრულიად განსხვავებულია, ვიდრე იყო, თუნდაც არჩევნების წინ, ამიტომ, გასული წლის მონაცემებზე აპელირება, რომ ყველაფერი კარგად არის, არასწორია. ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ მძიმე სურათი და ამის დაუნახაობა, დიდი შეცდომა იქნება”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.