საქართველოს უნივერსიტეტი – სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია

სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 29 ნოემბრის შემდეგ შეწყვეტილია.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.