საქართველოს სახელმწიფო ვალი ერთ მოსახლეზე 3,430 დოლარია – ვის ვასწრებთ ამ მაჩვენებლით? (bm.ge)

საქართველოს სახელმწიფო ვალი ერთ მოქალაქეზე 3,430 დოლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს მთლიანი ვალი 35.4 მილიარდი ლარია, საიდანაც საგარეო ვალი 24.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ლარებში მთლიანი ვალის ფარდობა მოსახლეობის რაოდენობასთან 9.6 ათას ლარს, დოლარში კი 3.43 ათას დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით სახელმწიფოების ვალი ჯამურად 107 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში მცხოვრებ 8 მილიარდ ადამიანზე გადანაწილებით საშუალოდ $13.37 ათას დოლარს შეადგენს. შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო ვალის ერთ მოსახლესთან ფარდობა გლობალურ საშუალოს ოთხჯერ ჩამოუვარდება.
ერთ მოსახლეზე სახელმწიფო ვალის სიდიდით პირველ ადგილზეა სინგაპური, რომლის სახელმწიფო ვალიც 2025 წლის მდგომარეობით 988 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის 6 მილიონ მოქალაქეზე ფარდობით 162.6 ათას დოლარს უდრის. მეორე პოზიციას იკავებს, რომლის სახელმწიფო ვალიც მსოფლიოში უდიდესია და 37.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, აღნიშნული ვალი აშშ-ის 342 მილიონ მოქალაქეზე გადანაწილებით, ერთ მოქალაქეზე 109 ათას დოლარს უდრის.
ერთ მოსახლეზე ვალის სიდიდით მესამე ადგილზეა იაპონია, რომელსაც ვალის ტვირთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქვს, რადგანაც იაპონიის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ის 235%-ია და 9.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყნის 123 მილიონ მოქალაქეზე გადანაწილებით ეს თანხა 79.7 ათასი დოლარია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში სახელმწიფო ვალი ერთ მოსახლეზე 4,825 დოლარია, აზერბაიჯანში 1,598 დოლარი, რუსეთში 3,049 დოლარი, თურქეთში კი 4,457 დოლარი. ში სახელმწიფო ვალი ერთ მოსახლეზე ამჟამად 6,887 დოლარია.
ვრცლად bm.ge – ზე