საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “დინამო არენას” უბრუნდება – რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “დინამო არენას” უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დაადასტურა.
“დინამო არენას” ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული.
შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც
“დინამო არენამ” ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას”, – განაცხადა მუჯირმა.
23 მარტს საქართველო სომხეთის მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება და დაბლოკილი მხოლოდ პირველი იარუსის 6 სექტორი დაიკეტება, რაც დაახლოებით 4,000 ადგილია.
შეხსენებისთვის, “ჯვაროსნებმა” ბოლოს “დინამო არენაზე” 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთთან ისტორიულ შეხვედრაში ითამაშეს, ერთა ლიგის B ჯგუფში კი მეტოქეებს ამ “მიხეილ მესხზე” ან ს “დინამოს” სტადიონზე მასპინძლობდა.