საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
სოციალურ ქსელ X-ში საგარეო უწყება წერს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!“ – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს