საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „ს მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორის მოადგილე კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის წარმომადგენლებმა საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარეს გამოცდილება, როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცედურები, ინფორმაციის დაცულობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევნებში, სიძულვილის ენის გავლენა არჩევნებზე და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. შეხვედრებს მოდერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრენკ დეშლერი უწევდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად ახორციელებს. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქმიანობების

მხარდაჭერისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – ცესკოს მდივანი და სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სპიკერი, საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, იურიდიული და საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს