საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი დონის შეხვედრები კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში