საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზაარბრიუკენის მოედანზე საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეების მიერ შეკრულ „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა.
ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოში საპროტესტო აქციების იმართება.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.