საქართველოს პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს” , – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია