საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

Today.rtl.lu-ს ინფორმაციით, ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ნაკრებისა და “სლოვანის” ფორვარდის, ჟერსონ როდრიგესის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.
28 წლის თავდამსხმელს ყოფილ შეყვარებულზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა კი 15-თვიან პირობით პატიმრობას, ასევე, სავარაუდო დაზარალებულისთვის ბრაზის მართვის თერაპიასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს.
სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან 6 დღეში, 27 მარტს გამოაცხადებს.
როდრიგესი ს “დინამოს” საკუთრებაა, თუმცა უკრაინული გუნდიდან მუდმივად იჯარითაა გაშვებული და ახლა “სლოვანში” ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას თანაგუნდელია, სადაც 4 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.
გამოცდილი
ფორვარდი ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და გასულ ევრო საკვალიფიკაციო ეტაპის 7 შეხვედრაში 5 ბურთიც შეაგდო.