“საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას” – გერმანიის ელჩი გერმანიის ელჩი

საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე წერს. ის სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრას ეხმაურება.
“დღეს, ბერლინში, პრეზიდენტი შტაინმაიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერისთვის და მწუხარება გამოთქვა ამ პროცესის ჩავარდნის გამო. საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას”, – წერს ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო