ფიბა-მ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-20 ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები დასრულებულ ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა.
ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ტურნირზე ევროპის ჩემპიონის რანგში ჩასულ ესპანეთს სძლიეს, ხოლო მერვედფინალში ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხეს.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი აშშ-ის ნაკრებია, მეორე პოზიციას ევრობასკეტის გამარჯვებული გერმანია იკავებს. მესამე ადგილზე სერბეთის ეროვნული გუნდია.
1tv.ge
