საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

სერბეთი 17 და 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ცნობილი მოჭიდავის – გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ). მან ფინალში ბერძენი მეტოქე დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი მათე ცინაძე (51 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) დაეუფლნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში