იტალიის ქალაქ კაორლეში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველომ 7 მედალი (3 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.
86 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის დებიუტანტმა დაჩი პაპინაშვილმა ფინალში თურქ აჰმეტ იაგანს 3:1 სძლია და ჩემპიონი გახდა.
საბა ღამბაშიძემ (61 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
5 ივლისს, ოქროს მედალს დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) დაეუფლენ, ნიკა ზანგალაძემ (57 კგ) ვერცხლის, გოგა ოთინაშვილმა (70 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
