საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა შემცირდა – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში?

საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 7 თვეში ქვეყნის გზებით 277 058 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ კი 96.970 მლნ ლარი შეადგინა.
წლიურად, ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის გადასახადი 5.8 მილიონი ლარით ანუ 6%-ით არის შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს გზებით თითქმის 17 000-ით ნაკლებმა ტრაილერმა გაიარა.
გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით
· 2025 წლის 7 თვე – 96.97 მლნ ლარი
· 2024 წლის 7 თვე – 102.82 მლნ ლარი
· 2023 წლის 7 თვე 101.91 მლნ ლარი
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
მხოლოდ ივლისში საქართველოს დერეფნით 39 770 ტრაილერმა ისარგებლა, ბიუჯეტში კი 13.9 მლნ ლარი შევიდა.
თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის მოსაკრებელს ყიდულობს.