საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა ბიზნეს 360°, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას აერთიანებს. პლატფორმის ნაწილია ბიზნეს შეხვედრები და ბიზნესკურსები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება.
ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძემ ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა.
ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ:
- სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფისა და ხარჯების ეფექტურად მართვის გზებს;
- ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს;
- აღრიცხვისა და დეკლარირების მეთოდებს Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით.
ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ.
ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი “როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
“ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში.“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რომლებსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები და სხვ.